
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამომრჩევლებს ხვდებიან - მამუკა ხაზარაძე, ლევან ცუცქირიძე, ალეკო ელისაშვილი და საბა ბუაძე მოქალაქეებს კოალიციის გეგმას აცნობენ, თუ როგორ აპირებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის განვითარებას.
როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, "ძლიერი საქართველოს" გეგმა არის 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, პენსიების გაზრდა, კურსდამთავრებულებისთვის გარანტირებული სამუშაო ადგილების შექმნა, რუსული ოკუპაციის და რუსული ზეგავლენის შემცირება და იმ 9 პუნქტის შესრულება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით დიდუბელებს, თბილისელებს. დღეს ჩვენ, "ძლიერი საქართველო", ნომერი 9, შევიკრიბეთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ალეკო ელისაშვილთან, ლევან ცუცქირიძესთან, ანა დოლიძესთან ერთად და თქვენ იცით, რომ შემოგვიერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. მე მინდა, რომ ეს დღე იყოს დისკუსიის, მსჯელობის და იმ პროგრამის კარგად გაცნობიერების, რომელიც ჩვენ გავაცანით საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ ავაღორძინოთ მოკლე დროში საქართველოს ეკონომიკა და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენი ჩართულობა, რომ ჩვენ ძალიან კომპეტენტურად ვიმსჯელოთ და გიპასუხოთ იმ საკითხებზე, რომლებიც "ილიას გეგმაში" გვაქვს გაწერილი.
თქვენ იცით, რომ 12 წელი და მანამდე 9 წელი , 20 წელი ამ ქვეყანას მართავდა ორი პოლიტიკური ძალა და დროა, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა მართოს იმ ძალებმა, იმ ახალგაზრდა, პროფესიონალმა ძალებმა, რომლებსაც არ აქვთ წარსულის პოლიტიკური სიმძიმე იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება რეალური ალტერნატივა და სწორედ რეალური ალტერნატივის გუნდს წარმოგიდგენთ დღეს ჩვენ თქვენ წინაშე.
თქვენ გახსოვთ ალბათ ის დაპირებები, რომლებიც ყველამ მოვისმინეთ, 100 ქარხანა, უფასო ფული, თან გრძელვადიანი, 5-5 მილიონიანი ინვესტიცია სოფლებში, მარიხუანას პლანტაციების გაშენება-ეს მგონი ყველას დაავიწყდა. ეს არის ფენომენალური ამბავი, როცა საქართველოში ტრადიციებზე გვესაუბრებიან, ღირსებაზე გვესაუბრებიან და ღვინის სამშობლოზე გევსაუბრებიან და ამ დროს მთელი, თქვენ გახსოვთ ის პერიპეტია, რომ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული მთელი "ქართული ოცნება" პარლამენტში ცდილობდა, რომ მარიხუანის პლანტაციის მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით. ამიტომ, ამაზე მეტს არ გავჩერდები, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე, ხვალინდელ დღეზე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კონკრეტული გეგმა, რაც არ უნდა ბევრს ეჩვენებოდეს შეუძლებლად, ზოგს ბევრი კითხვებიც აქვს და ამაზე საკამათოდაც მოვედით დღეს, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეს არის პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის გარანტირებულიპირველი ანაზღაურრბადი სამუშაოს შექმნა, რუსული ოკუპაციის და რუსული ზეგავლენის შემცირება და, რაც ყველაზე მთავარია, იმ 9 პუნქტის შესრულება, რომ სასწრაფოდ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდრს ევროკავშირში, რომელიც აბსოლუტურად ახალ ბენეფიტებს მოგვიტანს.
მე მინდა გითხრათ, რომ შემართება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი ხომ იცით როფორ იწყება? იწყება პირველი ნაბიჯიდან, რწმენიდან იწყება, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს შეუძლებელია-დამერწმუნეთ, არაფერია შეუძლებელი! თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ ამას აუციოებლად შევძლებთ -ევროკავშირის ქვეყანაც გავხდებით და ამ ქვეყანაში იქნება სერიოზული შემოსავალი, სერიოზული ეკონომიკაც და ის ხალხიც, მილიონზე მეტი, რომელმაც დატოვა ჩვენი სამშობლო, პირველს გაუჩნდება სურვილი, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეს, თავის ოჯახს დაუბრუნდეს და თავის ეკონომიკაში ჩაერთოს. ამიტომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!
მე გუშინწინ ვიყავი ანაკლიაში. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამძიმებული ჩამოვედი იქიდან იმიტომ, რომ მეხუთე წელი იწყება და ქვეყნის განვითარების პერსპექტივის მოკვლა, მნიშვნელობის, სიტყვებიც კი არ მყოფნის. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ე ხაზარაძის ბიზნესია, ხაზარაძის კი არა, ეს ქვეყნის ბიზნესია. ჩვენ იქ ყველაფერო წაგვართვეს, მაგრამ ქვეყანას წაართვეს პერსპექტივა. ხუთი წელი გადის უკვე და იქ არის უზარმაზარი ქვიშის გორა, 11 მეტრზე დაღრმავებული სანაპირო და ა.შ
ბადრი ჯაფარიძე, ჩვენი ლიდერი იყო ქუთაისში და ძალიან კონკრეტული გეგმ გვაქვს ქუთაისში როფორ გავაკეთოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო ძალიან სერიოზული სავაჭრო, ლოგისტიკური და გამანაწილებელი ცენტრი იმიტომ, რომ საქართველოს აქვს უნიკალური ადგილი, რომელიც ზღვით, ჰაერით, რკინიგზით, ავტოსაგზაოთი არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ანაკლიის პორტზე გითხარით და ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია სამ წელიწადში და ამას მომენტალურად დავიწყებთ და დავიწყებთ ევროპული და ამერიკული ინვესტოციებით აუცილებლად. ჩინელებსაც ჩავრთავთ. ჩინელები ჩვენც გვყავდა იწ, მაგრამ არა ისეთ ჩინელებს, რომლებიც კომუნისტურ პარტიას ემსახურებიან და, რომლებიც გაშავებულები არიან მსოფლიოს მასშტაბით იმიტომ, რომ ჩვენ ეს გაშავებილი ჩინური კომპანიები ვნახეთ რიკოთის უღელტეხილზე, მემგონი ყველა მოძრაობთ ამ გზაზე და ხედავთ ყველაფერს. ან ეკოლოგია, ან ადამიანების უსაფრთხოება.
საინტერესოა ყველა რომ გაშავებულოა, რატომ არის? იმიტომ არის, რომ 12 წელია აშენებენ 300 კილომეტრს, ჩინელები 10 000 კილომეტრს აშენებენ წელიწადში იგივე ჩინური კომპანიებით, ამიტომ, მე მინდა ვისაუბრო დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, ბევრს არ გავაგრძელებ, დავამატებ, რომ აკცეზტის მიმართულებით გვაქვს გეგმა, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ, როგორც ღვინის ქვეყანამ დაიკავოს პირველი ადგილი მსოფლიოში ხარისხით, ფასის თვალსაზრისით და დისტიებუციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს უნიკალური რამ, 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, ქვევრი და ვერაფერში გადავთარგმნეთ ეს -ყოველწლიურად ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი ვარდება ქვემოთ, ამიტომ, აქ გავჩერდები.ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეკონომიკის ფაკულტეტი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული, რომ ეკონომიკაზე ისაუბრო. თქვენ ხართ ამის სპეციალისტები, იმიტომ რომ თქვენ ყველაზე კარგად გრძნობთ ბაზრის ფასს, ტრანსპორტის ფასს,იმ პრობლემებს, რომლებიც ყოველდღიურად თქვენ გხვდებათ ცხოვრებაში, შვილების განათლების თუ ა.შ ჩვენ ახლა ვცვლით ფორმატს, გისმენთ თქვენ, კითხვები დაგვისვით, მოკლედ გიპასუხებთ, ვიკამათოთ,მთავარია, დავიჯეროთ, რომ ერთად ძალიან ძლიერი საქართველოს აშენება შეგვიძლია. დავამატებ, თქვენ იცით რომ სია წარვადგინეთ და თუ გაყვებით ამ სიას, ნახავთ, რომ ეს სია არის ახალგაზრდა, ენერგოული, პროფესიონალი ადამიანებისგან შექმნილი სია." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



