რეზონანსი
(30.09.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჟეი დუდას შეხვდება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა  პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება - Living in Pre-War Times?  Key Lessons for European Security,“-  ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე