რეზონანსი
(30.09.2024)

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.

პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

"თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე