
ჰოლივუდში ხმაურიანი გამოძიება გრძელდება. ამერიკელი რეპერის, Puff Daddy-ს დაკავების შემდეგ, მსოფლიო, მასთან დაკავშირებულ წვეულებებზე არაერთი ცნობილი პირის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ეტაპობრივად იგებს.
შეგახსენებთ, Puff Daddy ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაპატიმრებული. საქმეში ფიგურირებს კიდევ არაერთი უმძიმესი დანაშაული, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, სხვა ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ.
ვარაუდობენ, რომ საქმეში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ არ არის გამორიცხული გამოძიება ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალადაც იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც გავლენა მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ Puff Daddy დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერად მოიაზრებოდა და დონალდ ტრამპს მკვეთრად უპირისპირდებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



