
"ერთიანობის" ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე, სერგეი ლავორის განცხადება მისთვის მოულოდნელი არ იყო. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტს არცერთ პლატფორმაზე სათქმელს არ ეუბნება, ის თავის აგრესიულ პოლიტიკას ჯიუტად გააგრძელებს.
მთელი ეს პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, არის სწორედ რუსეთის ინტერესების გამომხატველი, ზუსტად ჯდება იმ გზავნილებში, რომელიც აქვს კრემლს და ეს არის ამ პოლიტიკის შედეგი. როდესაც შენ პრინციპულად არ უპირისპირდები პოზიციას, რომ შენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ოკუპანტს არ ეუბნები სათქმელს არსად, არც გაეროს ტრიბუნიდან და არც საკუთარი კაბინეტებიდან, რა თქმა უნდა, იქნება ამგვარი განცახდებები და ჯიუტად გაგრძელდება ის ხაზი, რომელსაც რუსეთი აგრძელებს, - ამბობს გიგი წერეთელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



