
სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილსა და რუსეთს შორის გარიგება შედგა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამდაშვილი არ გამორიცავს, რომ მოსკოვი ოლიგარქს ძალაუფლების შენარჩუნაბას შეპირდა, სანაცვლოდ კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვა.
ივანიშვილის განცხადებამ და კობახიძის განცხადებამ, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ, გახსნა პირდაპირ გზა სწორედ იმისთვის, რომ რუსეთმა დაიწყოს უკვე აქტიური ლობირება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის სტატუსის აღიარების თაობაზე და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცემული პირობა, რომ თუ რუსეთი მას ხელისუფლებაში დატოვებს, ის ხელს მოაწერს უკვე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. შესაძლოა, შემდგომი გეგმა უკვე იყოს, რომ უკვე კონფედერაციის სახით ევრაზიულ კავშირში ან პუტინისტურ სხვა კონგლომერატში შევიდეს უკვე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონფედერაცია. როგორც ჩანს, ეს არის მოთხოვნა და დაკვეთა ივანიშვილისთვის, - ამბობს სამადაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



