
გიორგი საყურაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რამდენიმე წუთში ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ და ანაბეჭდებს აუღებენ. ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში გამომძიებლები შედიან.
დაკავებულთან პირველად შედიც ადვოკატიც, ამიტომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ჯერ-ჯერობით მისთვისაც უცნობია.
ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ ვიცნობ, იმიტომ, რომ არ გადმომცემია საქის მასალები. შესაბამისად, დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ. ბრალდებულსაც არ შევხვედრივარ, ახლა მომეცემა პირველი შესაძლებლობა, რომ შევხვდე მას. როგორც ვიცი, 24 წლისაა, - ამბობს ადვოკატი.
ახალგარზდა მუსიკოსის განხრახ მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული წარსულში ნასამართლევი პირია. ჩვენი ინფორმაციით, ის სასჯელს დედაზე ძალადობისთვის იხდიდა. ცნობილია, რომ მან ციხე მორიგი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.
მძიმე დანაშაული საბურთალოზე ორი დღის წინ მოხდა. კონსერვატორიის სტუდენტი, 22 წლის გიორგი საყურაშვილი ცივი იარაღიდან გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, საყურაშვილი ქუჩურ გარჩევას შეეწირა, თუმცა ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი ცნობით, საყურაშვილი საბურთალოზე შემთხვევით აღმოჩნდა. მას მეგობრებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, ადგილზე მისული კი კონფლიქტის შემსწრე გახდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას შეეცადა.
წყარო: ტვ.პირველი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



