რეზონანსი
(29.09.2024)

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური ნაბილ კაუკი.

IDF-ის ცნობით, კაუკი საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. 

ნაბილ კაიუკი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო. ის უსაფრთხოებასა და ისრაელის სამხედროებისა და მოქალაქეების წუნააღმდეგ ტერორისტული ქმედებების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი. 

IDF-ში ამბობენ, რომ კაუკი ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში 80-იანი წლებიდან იყო და მას შემდეგ დაჯგუფებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 

თავად ჰეზბოლას კაუკის ლიკვიდაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე