რეზონანსი
(29.09.2024)

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში “ჰეზბოლას” კიდევ ათობით ობიექტს შეუტიეს, - ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის თვითმფრინავმა „ჰეზბოლას“ ათობით ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს. გასული დღის განმავლობაში, დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ ასობით ტერორისტულ სამიზნეზე მთელს ლიბანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნეები მოიცავდა გამშვებ პუნქტებს, შენობებს, სადაც იარაღები ინახებოდა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე