
სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან ქართველი ემიგრანტების მდუმარე აქცია გაიმართა! სიმბოლური აქტით საქართველოს მოქალაქეებმა ცესკოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე მათ ხმის უფლება წაართვა.
400-ზე მეტი ადამიანი ვართ, ვინ გავიარეთ საკონსულ აღრიცხვა. ვინ უნდა მომატყუოს, რომ 50 პლუს 1 ადამიანი არ არის?, - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
მე ასე მგონია, რომ სპეციალურად აკეთებს ეს ქოცბანდა იმას, რომ არ გაიხსნას აქ, ეშინიათ ხალხის, ვინც ხმას მისცემს გაერთიანებულ ოპოზიციას, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
ემიგრანტებმა არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით და შეაგროვეს 50-ზე მეტი ხელმოწერაც, რომ მათთვის საარჩევნო უბანი ადგილზე არსებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობში გაეხსნათ, თუმცა გიორგი კალანდარიშვილმა მათ უარი უთხრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



