
გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კოალიციას ნებისმიერ პარტიას შეუკრავს, რომელიც "უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის". ამ კონტექტსში ხვიჩიამ არ გამორიცხა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაც და თქვა, რომ "გააჩნია, ვინ რას შესთავაზებს".
"მე ზოგადად ქოცკრიტიკოსებს ვეთანხმები ქოცების კრიტიკაში, პრობლემა არ მაქვს, პრობლემა იმაში მაქვს, რომ ნაცკრიტიკოსებსაც ვეთანხმები ნაცების კრიტიკაში, ამიტომ მე ამ წუთის მოცემულობით... ვიღაცა ასეთ ეპითეტს იტყვის, ვიღაცა ისეთს, მე ეპითეტების მიღმა ვაზროვნებ და ვამბობ, რომ მე მხარს დავუჭერ იმას, რომელიც დათანხმება ჩვენს სასამართლო რეფორმას, [...] თუ ამას პირველი მოვა და შემომთავაზებს ქართული ოცნება, ვითანამშრომლებ ქართულ ოცნებასთან, თუ შემომთავაზებს ნაცები, ვითამანმშრომლებ ნაცებთან, თუ სხვას ექნება ძალაუფლება, ეს გააკეთოს - ლელო, გახარიები, მე არ მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ ნებისმიერი, აი, ქოცებზე მეტადაც რომ არ მოგწონდეთ ვინმე, ასეთიც, იმიტომ, რომ მე არ ვმოქმედებ ჩემი პირადი სიყვარულით, სიმპათიით, მეგობრობა შემიძლია თუ არა ვიღაცასთან, საქმეზე ვარ ამ პროფესიაში, სანამ ვმუშაობ, მანამდე საქმით ვაზროვნებ და არა იმით - მე პირადად მომწონს თუ არა. ამიტომ, კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - თქვა ხვიჩიამ.
სიტყვა "ეპითეტი" ხვიჩიამ გამოიყენა მას შემდეგ, რაც წამყვანმა მას უთხრა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსული რეჟიმი და აშშ-ის მიერ სანქცირებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



