რეზონანსი
(28.09.2024)

თბილისში კაცი დაჭრეს - შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ქუჩაზე სისხლიან აგარიშსწორებას წინ ხმამაღალი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ, საქმის გარჩევაში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, კაცს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. იგი კლინიკაში გადაიყვანეს და გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის არეში, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე