რეზონანსი
(27.09.2024)

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გულშემატკივართან შესახვედრად საქართველოში ჩამოდის.

დვალიშვილი საქართველოს 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოვა, აეროპორტში დამხვედრ აუდიტორიას კი მასთან შეხვედრის საშუალება ექნება.

აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე