რეზონანსი
(27.09.2024)

უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად 55 000 ადამიანია აღრიცხული, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ლეონიდ ტიმჩენკოს თქმით, დაკარგულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა და პერიოდულად ამ სიაში მყოფების გარდაცვალების ფაქტი დგინდება.

"ეს ციფრი საკმაოდ დინამიკურია. როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელს ადგენენ, ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მოქალაქე, მაგალითად, ტყვეობაშია", - განაცხადა ტიმჩენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე