რეზონანსი
(27.09.2024)

ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას.

მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.

„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი - მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე