რეზონანსი
(27.09.2024)

"სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები. ის, რაც დღეს მოვისმინე ქართულ ენასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინე იმ პროექტთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს ამასთან მიმართებით. თუ რამის შენარჩუნება ხდება, ხდება თქვენი წყალობითთუ რამე ძარღვი არსებობს ქართული, ჩვენი ტრადიცია, ოჯახები და ა.შ თქვენი საშუალებით ხდება, თქვენი შვილების საშუალებით. თქვენ ხართ ის ქვაკუთხედი, რომელმაც ქვეყანა უნდა გააერთიანოს. ეს უნდა გადავარჩინოთ. დღეს ჩვენ გადარჩენის არჩევნები გვაქვს- ან აღმოვჩნდებით ბოლომდე რუსულ ჭაობში, ან აღმოვჩნდებით ძალიან მაგარ პერსპექტივაში"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 “ძლიერ საქართველოს” აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც დევნილთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.

• უკეთესი განათლებისა და დასაქმების ალტერნატივები დევნილთათვის.

• ყველა დევნილისთვის ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველყოფა.

• ანაკლიის პროექტის დასრულება, რომელიც შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს ამ რეგიონისთვის.

• საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც დევნილთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე