რეზონანსი
(27.09.2024)

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთი თურაზაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები იყო ძალიან ცუსი სანახაობა.

"ეს იგივეა ლოგინად ჩავადნილ ადამიანს ეტრაბახო, შენს ჯანმრთელობაზე, გასაჭირში მყოფ ქვეყანას ეტრაბახო, როგორ არ არის შენთან ომი - ეს წარმოუდგენელი ამბავია.

ეს არის პროპაგანდის ნაწილი, როცა “ოცნება“ აპელირებს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობაა, რომელიც მათი  დამსახურებაა. ეს ამომრჩევლის მოტყუებაა. ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებში შეჩერდა ევროინტეგრაცია, რომელიც მშვიდობის გარანტი იყო ქვეაყნაში.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ ფიქრობს მოშიმშილე ბავშვებზე, პენსიონერებზე, მოხუცებზე. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არაფრად დაგიდევთ უმუშევრობის პრობლემა, ქვეყანას ათასობით სოციალურად დაუცველი ჰყავს. ამ პირობებში, ამ ხელისუფლებას არანაირი იდეა აღარ გააჩნია, როგორ მართოს და განავითაროს ქვეყანა, მათი ერთადერთი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე