რეზონანსი
(27.09.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრისირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ მხარეს ამერიკის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე