
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა - ორგანიზაციამ ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილება, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებზე, გაასაჩივრა.
როგორც მათბმიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სასამართლოს შუამდგომლობთ მიმართა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები.
სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას”, - წერია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



