
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის გახორციელებასაც კოალიცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მათი მიზანია, დაამთავრონ ქვეყანაში საბჭოთა, ვასალური მენტალობა და ქვეყნის მშენებლობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ.
ხაზარაძე ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის მოქალაქეებს მათ კოალიციაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
თქვენ იცით, რომ ჩვენ შევქმენით 4-მა პარტიამ ძლიერი კოალიცია იმიტომ, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში შევცვალოთ ის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში დახია უკან. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდა, პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული ადამიანების გუნდი, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი, რომ პოლიტიკა იყოს სუფთა და პოლიტიკოსები ემსახურონ არა რომელიმე ქვეყანას, არამედ ემსახურონ საქართველოს, ასეთი გაერთიანება შევქმენით, რომელსაც ჰქვია „ძლიერი საქართველო“. პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ იმ არჩევანზე, იმ ვექტორზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესი ადამიანის და მოქალაქის არჩევანი - ეს არის ჩვენი ევრო-ატლანტიკური არჩევანი. ჩვენ უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ვასალობის მენტალიტეტი, უნდა დავამთავროთ საბჭოთა მენტალობა და თავისუფალი ადამიანების შრომის, ცოდნისა და ენერგიის ხარჯზე შევქმნათ სრულიად ახალი საქართველო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ შევამციროთ რუსული გავლენა საქართველოში, გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი ქვეყანაში, გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ გავზარდოთ ჩვენი დედების, მამების, ბებიებისა და ბაბუების პენსია 1000 ლარამდე, ავაშენოთ სასწრაფოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლიის უზარმაზარი ქალაქი. ანაკლიას მე ვეძახი პირველ გაჩერებას სოხუმისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანას მივცეთ რეალური ფუნქცია, რომ გავხდეთ ძლიერი მოთამაშე რეგიონში, რომლის გარეშე რეგიონში ვერაფერი ვერ გადაწყდება მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი გუნდით, ახალგაზრდა პროფესიონალებით. არცერთი ეს ადამიანი და გუნდი არ ყოფილა ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვყავდა და გვყავს ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტში, მაგრამ ხელისუფლებაში არასდროს არ ყოფილან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და მინდა ყველას მოგიწოდოთ - შემოუერთდით „ძლიერი საქართველოს“ და ნომერ 9-ს!“ - განაცხადა ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



