რეზონანსი
(26.09.2024)

გუშინ გაეროს ტრიბუნასთან საუბრობდა რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი და ივანიშილის სმახური, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვლი ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით,  გაეროს ასამბლეაზე ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრული სიცარიელე იყო. 

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგ წელს გაეროს სხდომაზე ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრემიერი წარდგება. 

გუშინ გაეროს ტრიბუნასთან არ იდგა ქართველი ხალხის წარმომადგენელი. გუშინ გაეროს ტრიბუნასთან საუბრობდა რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მსახური. სწორედ ამიტომ მოვისმინეთ ჩვენ სრული სიცარიელე პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძის გამოსვლის სახით. ეს არის მისი უკანასკნელი გამოსვლა როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ტრიბუნაზე და ამ სირცხვილს ქართველი ხალხი დაასრულებს 26 ოქტომბერს. გაეროს შემდეგ სხდომაზე სიტყვით აუცილებლად წარდგება ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც გააჟღერებს ქართველი ხალხის გზავნილებს, - ამბობს სამადაშვილი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი საერთოდ არ ახსენა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე