რეზონანსი
(26.09.2024)

ხმაური იყო ბათუმში კაზინო "შანგრილაში", სადაც 400-მდე თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. კაზინოს თანამშრომლების თქმით, მათ 23 სექტემბერს, ყოველგვარი ახსნა- განმარტების გარეშე უთხრეს რომ კაზინო იხურებოდა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოსავლის გარეშე დატოვეს.
როგორც ისინი ამბობენ არც სექტემბრის ანაზღაურება მიუღიათ და არც კომპენსაცია.
კაზინოს 88% წილის მფლობელი ნატალია მენაბდიშვილი ამბობს, რომ ის ფორმალური მფლობელია და რეალურად კომპანია ებრაელ ბიზნესმენებს ეკუთვნის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



