
რა როლი ექნება გადამწყვეტ არჩევნებში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს? - ,,ტვ. პირველის" ინფორმაციით კოალიცია "ძლიერი საქართველო" დღეს გუნდის ერთ- ერთ ლიდერად გიორგი მარგველაშვილს წარადგენს.
ამ წუთებში პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები შიდა ქართლისკენ მიემართებიან, სადაც ზუსტად 7 საათზე გორში რეგიონულ შეხვედრას იწყებენ.
19:00 საათამდე გაერთიანების ლიდერები შესაძლო გაერთიანებაზე კომენტარს არ აკეთებენ. "დაელოდეთ 7 საათს" - უთხრა ,,ტვ. პირველს" "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, ის არის პატრიოტი ადამიანი, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე და რაც ყველაზე მთავარია, ორივე ხელისუფლების დროს იყო ოპოზიციაში. არცერთი ხელისუფლების დროს, მარგველაშვილი არ დაემორჩილა არანაირ წნეხს, ეს არის ძალიან პრინციპული ადამიანი. დანარჩენს გაიგებთ საღამოს"- თქვა ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



