რეზონანსი
(25.09.2024)

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ “საქართველოს მისი მოქალაქე, ვასილი სალამაშვილი გადასცეს, რომელმაც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია “.
საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ 43 წლის კაცი 24 სექტემბერს ახალგორის რაიონის დასახლება მონასტრის მიდამოებში დააკავეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განმარტავენ, რომ “რადგან დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა მისი ქართული მხარისთვის ჯარიმის გარეშე გადაცემა გადაწყვიტა“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



