
სოფელ ციხისძირში იდენტიფიცირებულია სასაკლაო, საიდანაც ცხოველის ნარჩენები მდინარე ქსანში ჩაედინება - მდინარე დაბინძურებულია, მიმდებარე სოფლები კი დაავადებების გავრცელების უპრეცედენტო რისკის ქვეშ დგანან.
ირკვევა, რომ სოფელ ციხისძირში მდებარე სასაკლაოში დღის განმავლობაში ათობით ცხოველი იკვლება, რომლის ნარჩენებიც მდინარე ქსანში ჩაედინება და გარემო მნიშვნელოვნად ბინძურდება.
სასაკლაოს მფლობელი რამაზ მუხტაროვია. ის ამტკიცებს, რომ სპეციალურ მოწყობილობაში დაგროვილმა სისხლა შემთხვევით გაჟონა.
კანონდარღვევაა, რა ვიცი აბა. ხელშეკრულება გვაქვს ოფიციალურად, მოდიან და ნარჩენები გააქვთ. ალბათ, მაგ სისხლმა გაჟონა და ისე გავიდა მდინარეში. კაცი კვდება და ის ხომ არ არის... კარგად არის მოწყობილი, მაგრამ როგორ გაჟონა? რა ვიცი, აბა. კანონის წინაშე პასუხს ვაგებ. სურსათის ეროვნული სააგენტო როდის არ შევუშვი? ჯერ სამუშაო არ არის დაწყებული", - ამბობს რამაზ მუხტაროვი.
სოციალურ ქსელში სახალხო კონტროლის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, სასაკლაოს უფროსმა არ მისცათ საშუალება, რომ შიდა ტერიტორია შეესწავლათ.
დაგვევალა, რომ მხოლოდ შიდა სივრცე შევამოწმოთ. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შემდეგ დაგვევალა გეგმური შემოწმება. დღის განმავლობაში შევამოწმებთ. უფროსი ჩვენთანაც არ გამოდის კავშირზე. ვუკავშირდებით, მაგრამ არ გვპასუხობს, რის გამოც ვერ შევდივართ", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
წყარო: ტვ. პირველი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



