
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ემიგრანტების სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა საქმის განხილვა ერთი პროცესით შეწყდა - მოსამართლე ნანა აფციაურმა ცესკოს პოზიცია გაიზიარა და მისთვის ემიგრანტების სასარჩლო მოთხოვნა უარგუმენტო აღმოჩნდა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლე ამტკიცებდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხვალ უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ სად გახსნის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დამატებით უბნებს, ამიტომ ნანა აფციაურის თქმით, ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე დავის საგანი არ არსებობს.
საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპათოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის განცხადებით, კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მოსახლოებას დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის უზენაესი უფლება და ეს უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს. დაადასტურეთ, რომ ნამდვილად ხვალ იმსჯელებთ, რომ თუ 50 ადამიანი აღმოჩნდება ერთ ლოკაციაზე, თქვენ გახსნით უბანს. სამჯერ დავსი ეს და ამაზე ვერ მივიღე პასუხი", - ამბობს მანანა ჯებაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



