
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



