
აზიის განვითარების ბანკი 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 7%-ით ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინიდან შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.
“საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა,” - განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. “ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება.”
ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში, თუმცა ივნისში 2.2% დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა გახდა, ნავთობპროდუქტებზე არასტაბილური, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლზე მომატებული ფასების გამო. შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსისა და ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა ფასების უფრო სწრაფად მატება - აღნიშნულია ანგარიშში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



