რეზონანსი
(25.09.2024)

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. "ფორმულას" ეთერში მან თქვა, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება.

წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულიამ უპასუხა:

“კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. ბევრი გუნდი არ არის ახლა, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს, მაგრამ უფრო რომ ჩავსხდეთ წესებში, სანამ ეს არ გადაწყდა, მე კომენტარს არ ვაკეთებ”, – ამბობს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნების მხრიდან დასავლეთთან დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ გუნდი, რომელთან შეერთებასაც განიხილავს, იაზრებს პოზიციას, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები უნდა აღდგეს.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე იკავებდა. გიორგი ქობულიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ის გადააყენეს და პოსტი თავისი ნებით არ დაუტოვებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე