რეზონანსი
(24.09.2024)

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს.

დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა, შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.

26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე