
200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარიანი პენსია, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, კაპიტალის ბაზრის სწორი განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საბანკო რეგულირების პოლიტიკის გადასინჯვა და საფონდო ბირჟის ინტეგრაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - ამ საკითხებზე დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ლევან ცუცქირიაძესთან ერთად, გაერთიანების ცენტრალურ შტაბში შეკრებული ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობდნენ.
შეხვედრა-დისკუსიას, რომელიც “ძლიერი საქართველოს” ეკონომიკური პროგრამის ირგვლივ გაიმართა, ცნობილი ქართველი ექსპერტები, გიორგი ქადაგიძე, რომან გოცირიძე, მარინა გულედანი, არჩილ იაკობაშვილი და ოთარ აბესაძე ესწრებოდნენ.
ექსპერტთა მხრიდან დასმულ კითხვებს “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პასუხობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



