რეზონანსი
(24.09.2024)

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოკ­ლა და ცხე­და­რი და­ა­ბე­ტო­ნა - სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვა 16 წლის წინ მოხ­და. 50 წლის მა­მა­კაც­მა და­ნა­შა­უ­ლი ცოტა ხნის წინ აღი­ა­რა.

მისი გან­ცხა­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბით და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც კაც­მა მე­გო­ბარ ქალს თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყა, გვა­მი ჩე­მო­დან­ში მო­ა­თავ­სა და აი­ვან­ზე, აგუ­რის და ცე­მენ­ტის ფე­ნის ქვეშ და­მარ­ხა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი გა­სულ თვეს, ბი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, ერთ-ერ­თმა მუ­შამ იპო­ვა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა.

თი­თის ანა­ბეჭ­დის ანა­ლი­ზის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. გაკ­ვე­თის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ იგი თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­ლე­ვე იპო­ვეს და და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცია მის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ჯა­რო­ებს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ იგი 2016 წელს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა და ბრალ­დე­ბულს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე