რეზონანსი
(23.09.2024)

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, დავით უსუფაშვილი და გიორგი შაიშმელაშვილი დღეს ახმეტისა და თელავის მოსახლეობას შეხვდნენ.

პოლიტიკოსებმა მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინეს და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნეს. 

რა გეგმა აქვს კოალიცია “ძლიერ საქართველოს“  მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის? -  ორასი ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ათას ლარიანი პენსია. ოპოზიცია ხალხს ჰპირდება,რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ეს დაპირებები რეალობად იქცევა.

 სხვა საკითხებთან ერთად, კახეთში ყველაზე მეტად  რთველის თემაა აქტუალური . არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია “ძლიერი საქართველო“  მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყურძნის  ჩასაბარებელი ფასი ხარისხის შესაბამისად 2 ლარამდე  იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე