რეზონანსი
(23.09.2024)

კოალიცია "ცვლილებებისთვის" "გამჭირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციების სიმბოლოდ ქცეული ნანა მალაშხია შეუერთდა - ქალი ევროკავშირის დროშით ხელში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გადამწტყვეტ არჩევნებზე გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ერთობასთან ერთად იბრძოლებს.

როგორც ნანა მალაშხიამ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, თუმცა გადამდგარი ნაბიჯის მთავარი მოტივაცია ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებაა, რომელმაც მალაშხიას განმარტებით, ზიზღი და სიძულვილი პოლიტიკურ იარაღად აქცია.

ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის. ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს, ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის", - განაცხადა მალაშხიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე