
ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა და საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.
ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ერთგულები "ქარტიისა". ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მოვაწერე ხელი და ყველანი ვართ კარბი ბიჭები, ქალები და მერე სხვა რამეზე ვისაუბროთ. ეს არის სამოქმედო გეგმა. ეს არის ტექნიკური მთავრობა, რომელიც უნდა შეიქმნას კონსულტაციებით პოლიტიკურ პარტიებთან და არა მათ მიერ დანიშნულ პოლიტიკოსებისგან. ყველაფერმა გვაჩვენა, ვისაც ეს არ სჯეროდა, რომ თუ ეს არა, მერე იწყება ჩემი პრემიერი, ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები. საფრანგეთში ზუსტად ეს შეცდომა არის დაშვებული, რომ ცდილობენ, რომ პოლიტიკური კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ერთადერთი დაძლევის საშუალება არის ის, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიოანალები და ეს თავისთავად არის დიპოლარიზაცია", - ამბობს პრეზიდენტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



