რეზონანსი
(23.09.2024)

მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილებით, "გამჭირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშივლი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დარჩნენ. 

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე