რეზონანსი
(23.09.2024)

"ქართული ოცნება" აღიარებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირებამ პრობლემები შეუქმნათ. ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ ამერიკა სპეცრაზმს აქციების დარბევას აბრალებს, რაზეც, მისი თქმით, თავმოყვარე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. 

ალბათ ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული ერი და სახელმწიფო მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების მიხედვით და როდესაც შენს მოქალაქეებს, მათ შორის, სამართალდამცველებს, რომლებიც იცავენ სამართალს და მართლწესრიგს და რომლებმაც უნდა გააგრძელონ ეს საქმიანობა და რომელზეც მთლიანი სახელმწიფო წესრიგი დგას ყველა ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს გისანქცირებენ ყველანაირი წინაპირობის გარეშე და აბრალებენ, რომ თითქოს დაარბია რაღაც აქცია, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე, სამართლებრივი სახელმწიფო გარკვეულ რეაგირებას ახდენს, - ამბობს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე