
თბილისში საპარკინგე ადგილებთან დაკავსირებით მიმდინარე რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო. მძღოლებისთვის პარკირება კვლავ დიდი სირთულეს წარმოადგენს. საკითხს სატრანსპორტო კვლევის დერეფნის ცენტრი შეეხო. როგორც კვლევაშია აღნიშნული მერიამ შეაცერა მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის პროექტები და უპირატესობა ზონალურ-საათობრივ პარკინგზე გადაიტანა. შედეგად კი მძღოლებმა შემცირებული საპარკინგე ადგილები და გაზრდილი ჯარიმები მიიღო.
,,მერიამ აქცენტი ზონალურ - საათობრივ და სტანდარტულ პარკირებაზე გადაიტა - “სითი პარკის” გასვლის შემდეგ, 2018 წწ - 2023 წწ თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შემცირდა 5263 ერთეულით - 16% ით, ხოლო 2018 – 2023 წწ პარკირების ჯარიმების რაოდენობა 7.3 ჯერ გაიზარდა;
მხოლოდ ერთ წელიწადში - 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 260% ით გაიზარდა პარკირების ჯარიმები
პარკირების ჯარიმები 2018 წელს - 2.6 მლნ ლარი, 2023 წელს - 19 მლნ ლარით, 2024 წელს დამატებით 10% ით გაიზარდება ჯარიმების მოცულობა.
შესაძლებელი იყო თუ რა საპარკინგო ადილების მოწყობა?
2018 წელი - მერიის ხედვა - დედაქალაქში დინამიურად მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის გადასაჭრელად - მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობას ემყარობოდა. თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია PWC-მა - დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილთან, ფილარმონიასთან, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან.
თბილისის მერის განცხადება - მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ, მოგვიანებით 2019 წელს, შეივალა საპირისპირო განცხადენით - „მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა მერიისთვის პრიორიტეტული აღარ არის“.
2022 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ქ მა მ. ბითაძემ - განაცხადა - „თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი აღარ არის“. რითაც, ფაქტიურად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას.
დ ა ს კ ვ ნ ა - მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება - მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, თავდაპირველად პრიორიტეტულად მიჩნეული, მრავალდონიანი პარკინგის 10 ლოკაციის პროექტის განხორციელება ვერ უზრუნველყო, მოგვიანებით მერიამ, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა პრიორიტეტულად აღარ მიიჩნია. რითაც, ფაქტიურად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას."- აქვეყნებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



