რეზონანსი
(23.09.2024)

მე-12 დღეა პირამოკერილი და მოშიმშილე შუქრუთელები პარლამენტთან აქციას მართავენ და სახელმწიფოსგან ნაბიჯებს ელიან, მაგრამ "ოცნება" არ რეაგირებს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა ისინი პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე მაინც არ გეგმავენ.

ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკვე ძალიან მძიმე, დამოუკიდებლად ვეღარც გადაადგილდება. ჩვენი ქონების რეალურ შეფასებას ვითხოვთ და სრულ ანაზღაურებას, რაზეც კომპანია არ გვთანხმდება. რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, გადაიხადონ ის მცირედი, რაც თითონ დაგვიანგარიშეს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

შიმშილობის 23 დღეა. ვითხოვთ ჩვენი სახლების დაცვას და არ არის რეაგირება არაფერი. გუშინ წვიმაში დავსველდით და ახლა იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ წამოვწვე, იმიტომ, რომ ყველაფერი სველია. მოთხოვნები გვაქვს ძალიან უბრალო, ჩვენი მამა-პაპისეული ქონება არ დაგვიზიანონ და თუ გვიზიანებენ, შესაბამისი კომპენსაცია გადაგვიხადონ, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ჭიათურის სოფელში მეწყრული პროცესებია დაწყებული, რადგან "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მომპოვებელ სამუშაოებს უკოონტროლოდ აწარმოებს. ადგილობრივებს სახლები დაებზარათ. შუქრუთელები ამტკიცებენ, რომ სიტუაცია სოფელში მალე კიდევ უფრო დამძიმდება თუ სახელმწიფო არ ჩაერევა და "ჯორჯიან მანგანეზს" არ შეაჩერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე