რეზონანსი
(23.09.2024)

სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა .  შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც მასპინძელი სტუმრებისათვის სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, ტყვია მის მეგობარს მოხვდა.

კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პირი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე