
"ერთიანობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი ყოველთვის რუსეთი იყო. მისი თქმით, სწორედ რუსეთმა გააჩინა ენგურზე საოკუპაციო ხაზი, რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შეთხვევაში, აუცილებლად წაიშლება.
„ჩვენ ერთიანობით და ამ ერთიანობით სითბოს გაზიარებით გავიმარჯვებთ. იმ რწმენით, რომ შეგვიძლია ენგურს გაღმა მყოფ ადამიანებსაც ვუთხრათ, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან და თუ ვინმე დაგვიშალა ჩვენ ეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. რუსეთია ჩვენი მტერი, აფხაზების მტერი. რუსეთი გვიღობავს ყველას გზას იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა. რუსეთი ანადგურებს მსოფლიოში მშვიდობას, რუსეთმა აქ ენგურზე გაგიჩინა ოკუპაციის ზოლი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად წავშლით.
მიხეილ სააკაშვილი თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“, ძალიან დეტალურად აღწერს ჯერ კიდევ 40 წლის რომ არ იყო, ისეთი ახალგაზრდა პრეზიდენტი, როგორ დადიოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, არა ევროპაში, არა ამერიკაში, არამედ აფრიკის არცერთი ქვეყანა არ დაუტოვებია, რადგან რუსეთის ბოროტება არ ეღიარებინათ საქართველოსთან მიმართებაში და ამ კარდაკარ სიარულს დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში და ამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტი სწორედ ევროპა და ევროკავშირია. ამიტომ მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა მივყვებით ამ გზას კარდაკარ შემოვივლით ყველა ჩვენს მეზობელს, მეგობარს, მივიყვანთ არჩევნებზე და მივაცემინებთ ხამს ჩვენი გამარჯვებისთვის და ჩვენი გამარჯვება ერთიანობაშია, ჩვენი გამარჯვება 5 ნომერშია!“- განაცხადა თამარ კორძაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



