რეზონანსი
(19.09.2024)

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანების ქუჩა-ქუჩა ცემასა და ანგარიშსწორებაშია მხილებული. 

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის მეგობრები ყვებიან, რომ წყვილს შორის ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს გარემოება გახდა. ირკვევა, რომ კესარია აბრამიძე თვეების განმავლობაში სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობდა. 

ის იყო სისტემის ნაწილი. რომ გავრცელდა ეს კადრები დარბევის, რომ გავრცელდა, მე ხომ ვიცანი და ჩავუგდე, ვუთხარი, კი ვიცოდი მანიაკი რომ იყო და თურმე, რა სიამოვნებას იღებს ხალხის ცემით-თქო. ეს იყო პირველი მიზეზი, რომ კესარია გაექცა ამ ყევალფერს და ცოტა ხანი გაერიდა, ეგონა დრო გაივლიდა და ის გაჩერდებდოა, მაგრამ ის არ გაჩერდა. იქაც ემუქრებოდა სადაც იყო", - ამბობს კესარიას მეგობარი. 

კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე