
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
23 – 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე - როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია?
ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება:
23 სექტემბერი - სეგმენტაცია
1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია
2) რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია
3) სეგმენტაციის სახეები
4) სეგმენტაციის გამოყენების წესები
24 სექტემბერი - ტარგეტინგი
1) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა
2) მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება
3) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



