რეზონანსი
(18.09.2024)

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ, თუ ქვეყანა დაინახავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ის მას ხელიდან არ გაუშვებს.

„თუ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მეტ-ნაკლებად რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ, მათ შორის გავუმკლავდებით იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც ამ გზაზე დაგვხვდება, ჩვენ ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებთ", - თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთთან. ფაშინიანის აზრით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე