რეზონანსი
(17.09.2024)

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 16 სექტემბერს "ლელოსა" და "საქართველოსთვის" ლიდერებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა, გახარია და ხაზარაძე დღეს ერთმანეთს პირისპირ დახურულ ფორმატში შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს. სწორედ სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შედგება ახალი ოპოზიციური ალიანსი, შეთანხმების შემთხვევაში.
არც გახარიასა და არც ხაზარაძეს პირისპირ შეხვედრის დასრულებისა და პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



