რეზონანსი
(17.09.2024)

კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ძველ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს ერთ საათზე მეტ ხანს ხვდებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

"ქალბატონ სალომესთან (ზურაბიშვილთან) მობრძანდით" - თქვა მან. 

უცნობია, შედგა თუ არა ლიდერებს შორის შეთანხმება. სალომე ზურაბიშვილი ორივე მათგანს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე ელოდება. 

ცნონილია ზურაბიშვილის პოზიცია, ის ოპოზიცისი ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე