რეზონანსი
(17.09.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა.

„უნდათ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში დაისჯება საზოგადოება. ეს არის მესიჯი - თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი დაისჯება. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ. ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე