რეზონანსი
(17.09.2024)

სარფში, ცენტრალური გზის საავტომობილო მონაკვეთზე გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა.
ქვის დიდი ლოდი სატვირთო ავტომობილს დაეცა, საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა სატვირთო ავტომობილი.
მომხდარის გამო ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



