
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი წარადგინა, ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ ევროკომისრად - დანიელი დენ იორგენსენი დაასახელა, დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ირლანდიელი მაიკლ მაკგრატი დასახელდა, ევროკომისრად გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი წრიული ეკონომიკის საკითხებში შვედი ჯესიკა როსუოლი წარადგინეს, მომავალ ევროკომისრად კლიმატის, წმინდა ნულოვანი და სუფთა ზრდის საკითხებში - ირლანდიელი ვოპკე ჰოექსტრა, თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე - ანდრიუს კუბილიუსი, ჯანდაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე - ოლივერ ვარჰეის კანდიდატურა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე კი სლოვენიელი მარტა კოსი წარადგინეს.
ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.
დასავლური მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია, რომ ზოგიერთ კანდიდატს ევროპარლამენტარები დიდი დაპირისპირების გარეშე მიიღებენ, ნაწილი, შეიძლება, მძიმე მოსმენების წინაშე აღმოჩნდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



