რეზონანსი
(17.09.2024)

ნაცმოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში იციან, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში, ისინი აგებენ.

"ისინი არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებენ, რა მეთოდს და ხერხსაც არ უნდა მიმართონ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ვიყოთ ერთიანები და ერთიანობით 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს. საქართველოს ექნება უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა"

ქართული ოცნება" საქართველოს აზიანებს. ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ყველაფერი იმის გამო, რასაც ქართულ საზოგადოებას უკეთებენ. ბოლო დღეებში ქართველი ხალხის აღშფოთება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ "ქართული ოცნება" და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის ფუნდამენტურად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე